Kabbalah.info - Kabbalah Education and Research Institute

რა არის ზოჰარი?


წიგნი “ზოჰარი” მხოლოდ ახლა გამოდის დღის სინათლეზე, რადგანაც კაცობრიობამ განვითარების არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური დონეები გაიარა და ადამიანის დონეს მიაღწია. (ადამიანი, “ადამი” – სიტყვიდან “ედომე”,  შემქმნელის “მსგავსი”)

ამიტომაა, რომ დღეისათვის კრიზისს, უსუსურობას, სასოწარკვეთილებასა და იმედგაცრუებას განვიცდით.

წიგნი “ზოჰარიც” ჩვენს წინაშე იმიტომ იხსნება, რომ ჩვენ ჩვენი გამოსწორება შევძლოთ - ჩვენს შორის ურთიერთობათა ისეთივე სისტემა შევქმნათ, როგორც უსასრულობის სამყაროშია, სადაც ჩვენ ყველანი ერთ მთლიანობად ვართ შეკრული.

წიგნი “ზოჰარი”  – როდესაც მის შესწავლას იწყებ  – გარდაქმნის ადამიანს. ის ადამიანს აიძულებს სხვაგვარად აღიქვას მის წინაშე არსებული სამყარო, სხვაგვარად იაზროვნოს, სხვაგვარი გადაწყვეტილებები მიიღოს. ის ადამიანს შინაგანად, იმ სამყაროს შესაბამისად ძერწავს, რომელშიც ის უნდა გადავიდეს. როგორც გასაღები უნდა შეესაბამებოდეს ბოქლომს ყველა თავისი მონაცემით,  – სხვა შემთხვევაში ის არ გაიღება – ჩვენც ასევე, იმისათვის, რომ უმაღლეს  სამყაროში გადავიდეთ, ყველა ჩვენი თვისებით და მათი ურთიერთობების ფორმებით უნდა შევესაბამებოდეთ მის პირველ საფეხურს.

ჩვენ თქვენთან ერთად ახლაც უმაღლეს, სულიერ სამყაროში ვიმყოფებით, მაგრამ ამას ვერ ვგრძნობთ . ეს სინათლე ჩვენს ირგვლივ ყველაფერს ავსებს და ყველა სამყარო, მათ შორის ჩვენი და მასთან ერთად თვითონ ჩვენც, მის შიგნით ვიმყოფებით. ეს ყველაფერი არსებობს აქ და ახლა და თუ ჩვენ წიგნი “ზოჰარის” მეშვეობით შევძლებთ და ამ მთლიანობის აღსაქმელად განვეწყობით, მაშინ ერთმხრივ დავინახავთ, რომ ჩვენი სამყარო –  ყველაზე პატარა, ყველაზე დაბალი და ყველაზე უარესია ყველა სამყაროთაგან და მეორე მხრივ მივხვდებით, რომ ჩვენ ჩვენი სამყაროს ბედის შეცვლა შეგვიძლია. საქმე ის არის, რომ წიგნი ისეა დაწერილი, თითქოს ის მიდის წინ, მიიკვლევს გზას და ადამიანიც, რომელიც მას მიჰყვება, უმაღლეს სამყაროში შედის.

ცხადია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ დაწერა ეს წიგნი ორი ათასი წლის წინათ.

ამ წიგნის ავტორები იმ პატარა ჯგუფის მიმდევრები იყვნენ, რომელიც ძველ ბაბილონში აბრაამმა ჩამოაყალიბა. ამ ჯგუფს “ისრაელი” ერქვა – ქართულ ენაზე ეს ითარგმნება, როგორც “პირდაპირ შემქმნელისაკენ” – იმიტომ, რომ შემქმნელის დონეზე ასვლა, სიკეთის სრული გაღების თვისების შეძენა დაისახეს მიზნად. ათივე კაბალისტი, ვინც წიგნი “ზოჰარი” დაწერა, თავისი შინაგანი თვისებებით ბუნების უმაღლეს ძალასთან – შემქმნელთან სრულ ერთიანობაში იმყოფებოდა და თვითოეული მათგანი სამყაროს ერთიანი ქმნილების ათი ძირეული თვისებიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა. ამიტომ მათ მიერ, ერთობლივადაა შექმნილი ეს დიადი წიგნი, რომლის მეშვეობითაც ისინი ჩვენ მოგვმართავენ და თუ ჩვენ მათი გვჯერა და მივყვებით მათ, მაშინ მათი დახმარებით უმაღლეს სულიერ სამყაროში შესვლას შევძლებთ.

 

კაბალა, მეცნიერება და სიცოცხლის არსი

კაბალის საერთაშორისო აკადემია

კაბალის ინტერნეტ – ტელევიზია